ამაღლება — სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ინაშაური). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე მდ. კვინწყალის ორივე ნაპირზე. მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 600 კომლს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1357 ადამიანი.ამაღლების მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია, ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარებია: ხურციძეები, ხელაძეები და სხვ. სოფელში მოქმედებს კლუბი და ბიბლიოთეკა.
ნუნისი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ზვარის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ნუნისისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 920 მ, ხარაგაულიდან 27 კმ. უახლოეს რკინიგზის სადგურ მოლითიდან 7 კმ.
წყალტუბო — ქალაქი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლისნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1953 წელს. მოსახლეობა 16,8 ათასი (2002 წ.). ცნობილია, როგორც ბალნეოლოგიური კურორტი. წყალტუბო ქუთაისიდან დაშორებულია 10, ხოლო თბილისიდან 200 კმ-ით.
ზვარე — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრში (სოფლები: ნუნისი, ჩრდილი). მდებარეობსლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ზვარულას (ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 700 მ. ხარაგაულიდან 24 კმ. სოფელში არის ბიბლიოთეკა.
No comments:
Post a Comment