ხატია კილაძე
Monday, May 28, 2012
ნეკრესი
Wednesday, May 23, 2012
ოთხშაბათი
დღეს ოთხშაბათია. დღეს სკილაში რომ ვიყავით, მასმა ლექციაზე არ აგვიყვანა და მაფიოზობანას ვთავაშობდით. ხან ვინ ჩაშალა და ხან ვინ. ძირითადად ლუკა ჯიხვაძე შლიდა. თამაშობდა თუ არ თამაშობდა მნიშვნელობა არ ჰქონდა. მოკლედ დღესაც კარგად გავერთე.
Tuesday, May 22, 2012
სამშაბათი
დღეს სამშაბათია. დღეს უფრო კარგი და მზიანი ამინდია ვიდრე გუშინ იყო. საღამოს ცოტა მოიღრუბლა და აცივდა, მაგრამ მე ძალიან კარგად გავერთე დღეს და იმედია ხვალაც კარგი ამინდი იქნება............
Monday, May 21, 2012
იასამანი
იასამანი, მცენარის გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი პატარა ხე ან ბუჩქია. ცნობილია 30-დე სახეობა. გავრცელებულია აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში. კულტურაში მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი, სპარსული, უნგრული და ჩინური იასამნები.ჩვეულებრივი იასამანი, 5-7 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა. მისი სამშობლოა ბალკანეთის ნახევარკუნძული და მცირე აზია. მუქი მწვანე წვეტიანი ფოთოლი აქვს. ფუძე გულისებრი, სურნელოვანი, თეთრი, ლილისფერი ან იისფერი ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა. იზრდება ნათელ ადგილებში, ყვავილობს ადრე გაზაფხულზე, ყინვა- და გვალვაგამძლეა. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. სპარსული იასამანი 2 მ სიმაღლის ბუჩქია. აქვს ლანცეტისებრი ფოთოლი. გვალვაგამძლეა, ცუდად იტანს ზამთარს. მრავლდება უმთავრესად ვეგეტატიურად. უნგრული იასამანი სიმაღლით 3-4 მ-იანი ბუჩქია. აქვს ელიფსური ფოთოლი, წვრილი ყვავილი ლილისფერია ან იისფერი. მრავლდება თესლითა და კალმით. გვალვაგამძლეა, კარგად იტანს ზამთრის პირობებსაც. ჩინური იასამანი ჩვეულებრივი და სპარსული იასამანის ჰიბრიდია. მრავლდება ვეგეტატიურად. იასამანი კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ.
ია
ია, მცენარეთა გვარი იისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ნახევრად ბუჩქებია. აქვთ მორიგეობით განწყობილი ან ფესვთანურ როზეტად შეკრებილი ფოთლები, იისფერი, ყვითელი და თეთრი მარტოული ყვავილები. გვირგვინის ქვედა ფურცელი წარზიდულია დეზად, რომელშიც სანექტრეა მოქცეული. ზოგიერთს უვითარდება კლეისტოგამური ყვავილები. ნაყოფი სამსაგდულიანი კოლოფია. ზოგ სახეობას ახასიათებს ამფიკარპია. ცნობილია 500-მდე სახეობა. უმრავლესობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში.საქართველოში გავრცელებულია 26 სახეობა, მათგან 3 კავკასიისა და 2 საქართველოს ენდემია. საქართველოში ია იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, კლდეების ნაპრალებში, ჩამონაზვავებზე, ზოგი სარეველაც არის. ია დეკორატიული მცენარე, ზოგს პარფიუმერიაში იყენებენ.
ია |
ვარდი
ვარდი — მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 25-მდე სახეობაა. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე არწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით. ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული. ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა, არომატული ან უსუნო; ფერად ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი. შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა, რომელიც ხორცოვან ცრუნაყოფშია.
Subscribe to:
Posts (Atom)